Accentnews.ge
წითლიძე: "ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ისტორიულ პასუხისმგებლობაზე, ვაგრძელებ პროტესტის ამ ფორმას"

წითლიძე: "ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ისტორიულ პასუხისმგებლობაზე, ვაგრძელებ პროტესტის ამ ფორმას"

26/12/2022 08:43:13 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატი ანი წითლიძე შიმშილობას აგრძელებს. დეპუტატი უკვე 12 დღეა. ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკუნალოდ გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს.

"დღევანდელი გადმოსახედიდან ზვიად გამსახურდიას ყველაზე სასტიკი მოწინააღმდეგეებისთვისაც კი გამსახურდიას არანაირი შეცდომა ან რიტორიკა არ ღირდა იმად, რა ჯოჯოხეთიც შემდეგ გაიარა ქვეყანამ. ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ისტორიულ პასუხისმგებლობაზე და იმაზე, რომ ის სიძულვილი, რაშიც ახლა გვაცხოვრებენ არის ის, რისიც აუცილებლად შერცხვებათ თავის დროზე. გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე, გადაარჩინოს პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე და ვაგრძელებ ჩემი პროტესტის ამ ფორმას", - განაცხადა ანი წითლიძემ.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტეს თემურ ჯანაშიამ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა. სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო ფრაქციის ნაწილმა პარლამენტში შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S