Accentnews.ge
დავითაშვილი: "2023 წელს "საპარტნიორო ფონდის" რეფორმირებების შედეგად „საქართველოს განვითარების ფონდი“ შეიქმნება"

დავითაშვილი: "2023 წელს "საპარტნიორო ფონდის" რეფორმირებების შედეგად „საქართველოს განვითარების ფონდი“ შეიქმნება"

26/12/2022 12:26:51 პოლიტიკა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, 2023 წელს "საპარტნიორო ფონდის" რეფორმირებების შედეგად "საქართველოს განვითარების ფონდი" შეიქმნება.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, "საქართველოს განვითარების ფონდი" ბიუჯეტზე დამოკიდებული ორგანიზაცია არ იქნება.

"ეს უნდა იყოს დამოუკიდებელი ფონდი და მეტი დამოუკიდებლობა არის ამ საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი აზრი. ეს არ უნდა იყოს ბიუჯეტზე დამოკიდებული ორგანიზაცია და აქ ცალსახაა, რომ ფისკალური ვალდებულებებისგან ჩვენ ვთავისუფლდებით. მას ექნება თავისი რესურსები. ის თავისი გამჭრიახი და სწორი საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მოახდენს თავისი კაპიტალის დაგროვებას, ზრდას და შემდეგ საინვესტიციო პროექტების დაფინანსებას და განხორციელებას. აქაც პრიორიტეტები უფრო მკაფიოდაა განსაზღვრული, უფრო ვიდრე ადრე იყო, წინა კანონში. კონკრეტული მიმართულებები განისაზღვრა, რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია, ესაა ექსპორტზე ორიენტირებული, ეს არის უფრო ინოვაციური მიმართულებები და პროექტები“,- განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, საინვესტიციო ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები მთავრობის წევრები აღარ იქნებიან:

„ერთია დამოუკიდებლობა და ამას უზრუნველყოფს განახლებული მმართველობითი სისტემა - ფონდი პოლიტიკური მონაწილეობისგან იქნება დამოუკიდებელი. დღეს იცით, რომ მინისტრები და მთავრობის წევრები არიან უშუალოდ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. მომავალში ფონდს ეყოლება დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც შესაბამისად მიიღებს მათ შორის საინვესტიციო პროექტებზე გადაწყვეტილებებს. უზრუნველყოფილია საბჭოს უფრო მეტი დამოუკიდებლობა, უფრო მეტად ბიზნეს ორიენტირებულობა. ეს დამოუკიდებლობა არის ყველაზე მთავარი ცვლილება, რაც საკანონმდებლო ცვლილებებშია ასახული. ეს იქნება დამოუკიდებელი სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც კონკრეტული პრიორიტეტულ მიმართულებებში, კონკრეტული პარამეტრებით განახორციელებს თავის საინვესტიციო საქმიანობებს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S