Accentnews.ge
ჯანდაცვის მინისტრი – მიხეილ სააკაშვილის შესახებ: "დღეს სახელმწიფოს აქვს უნარი, რომ იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე"

ჯანდაცვის მინისტრი – მიხეილ სააკაშვილის შესახებ: "დღეს სახელმწიფოს აქვს უნარი, რომ იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე"

26/12/2022 12:33:05 პოლიტიკა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დღეს სახელმწიფოს აქვს იმის უნარი, რომ ნებისმიერ პაციენტზე იზრუნოს და თუ საჭიროა, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს. ამის შესახებ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ პრეს–კონფერენციაზე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

„წინა მმართველობის დროს არ იყო ასეთი დამოკიდებულება და რადიკალურად განსხვავებული სურათი იყო. დღეს სახელმწიფოს აქვს იმის უნარი, რომ იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე და თუ საჭიროებაა, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს, ასევე იმ პირობებით და ინფრასტრუქტურით, რაც პატიმრებისთვის მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ სააკაშვილის ტოქსიკოლოგიური კვლევა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ჩაუტარდეს, აზარაშვილი ამბობს, რომ სამხარაულის ბიუროს ამის შესაძლებლობა აქვს;

„ზოგადად, როგორც მოქალაქის პოზიციიდან გიპასუხებთ, რადგან ამ პროცესში არ ვართ ჩართულები. სამხარაულის ბიუროს აქვს ამის შესაძლებლობა და თუ შესაბამისი ნიმუშები იქნება მოცემული, ამის ჩატარებას შეძლებენ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S