Accentnews.ge
ანი წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა

ანი წითლიძემ შიმშილობა შეწყვიტა

26/12/2022 15:13:43 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დეპუტატმა ანი წითლიძემ ექიმის თხოვნით შიმშილობა შეწყვიტა. პარლამენტში მასთან იყო ექიმი, ასევე თანაგუნდელი ხატია დეკანოიძე, რომლებმაც ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს შიმშილობის შეწყვეტის შესახებ.

"მე პირველივე დღიდან არ მქონდა იმედი, რომ ეს ჰუმანიზმისგან დაცლილი ხელისუფლება ჩემს მოთხოვნებს შეასრულებდა. ეს იყო ჩემი პროტესტი იმ სიძულვილზე და იმ ბოღმაზე, რომლითაც ცდილობს ხელისუფლება ამ 10 წლის განმავლობაში კვებოს. არის ზღვარი, სადაც ეს სიძულვილი უნდა გაჩერდეს. მე მთელი ამ დღეების განმავლობაში მქონდა შეხვედრები მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მქონდა კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი საქართველოს პრეზიდენტს, მელაპარაკა მასთან და მინდა, მადლობა ვუთხრა მას ამ შესაძლებლობისთვის. ჩემი მთავარი სათქმელი იყო და არის ერთი - ჩვენ უნდა ვაშენოთ მეტი ხიდი და არ პირიქით", - განაცხადა ანი წითლიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ანი წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. 16 დეკემბერს აქციის მონაწილეებს შეუერთდა ამავე პარტიის წევრი თემურ ჯანაშია, რომელიც, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 23 დეკემბერს კლინიკაში გადაიყვანეს. მანამდე ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა შეწყვიტეს დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S