Accentnews.ge
კახა კალაძე: "საერთოდ არ მაინტერესებს, ოპოზიცია რას დაუჭერს მხარს"

კახა კალაძე: "საერთოდ არ მაინტერესებს, ოპოზიცია რას დაუჭერს მხარს"

27/12/2022 08:40:05 პოლიტიკა

"საერთოდ არ მაინტერესებს, ოპოზიცია რას დაუჭერს მხარს - საკრებულოში ყოველ წელს მივდივარ და წელსაც ასე მოხდება", - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მერიის არცერთ წამოწყებას ოპოზიციის მხარდაჭერა არ ჰქონია, ქალაქი აღმშენებლობას აგრძელებს.

„2017 წლიდან ქალაქის მერი ვარ და არცერთ ჩვენს წამოწყებას, არცერთ ჩვენს რეფორმას, ბიუჯეტის დამტკიცებას მათი მხრიდან არასდროს ჰქონია მხარდაჭერა. რამე გაფუჭდა ან შეიცვალა ამით? ქალაქი აგრძელებს განვითარებას, აღმშენებლობას და ვერცერთი „ნაცი“, ვერცერთი ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში იყოს არასტაბილური მდგომარეობა, არ იყოს მშვიდობა, ვერ შეძლებს იმას, რომ შეაჩეროს ის პროექტები, რომელიც თბილისის და თბილისელების კეთილდღეობისკენაა მიმართული“,- განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ანგარიშის წარსადგენად საკრებულოში მისვლას აპირებს.

„საკრებულოში ყოველ წელს მივდივარ. ვსაუბრობთ იმაზე, რას ვაპირებთ მომდევნო წლის განმავლობაში, რა პროექტები განხორციელდება და ცხადია, წელსაც ასე მოხდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის: საკრებულოში ოპოზიცია დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერას არ აპირებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S