Accentnews.ge
კალაძე განმარტავს, რატომ არის მოწყობილი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საშობაო სოფელი

კალაძე განმარტავს, რატომ არის მოწყობილი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საშობაო სოფელი

27/12/2022 09:53:13 პოლიტიკა

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საახალწლო სივრცეები, რომლებიც გასულ წელს დედაენის ბაღში იყო მოწყობილი, წელს პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეების თხოვნის გათვალისწინებით გადმოიტანეს.

"არაფერი არ შეცვლილა, როგორც გასულ წელს იყო ორბელიანის მოედანზე, მიმდებარე ქუჩებზე მოწყობილი საშობაო სოფელი, იგივე არის გაკეთებული. ერთადერთი, დედაენის ბაღის მაგივრად, რადგან იქ მომუშავე ადამიანებმა გვთხოვეს, რადგან საღამოობით ძალიან ცივა, ეს ყველაფერი გადმოგვეტანა ორბელიანზე და მიმდებარე ქუჩებზე, მოხდა ამ სივრცეების დამატება. მეტი არაფერი... არანაირი დისკომფორტი არ იქმნება, პროტოკოლით რაც არის გათვალისწინებული, უსაფრთხოება, შესაბამისი სამსახურების ჩართულობით ყველაფერია გათვალისწინებული", - განაცხადაკალაძემ.

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას. 26 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ მიზეზი ლოგისტიკური სირთულეებია:

"ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ლოგისტიკური სირთულეების გამო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია აუქმებს ახალ წლამდე დაგეგმილ ყველა ოფიციალური ღონისძიებას".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S