ღარიბაშვილი: „ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი 2024 წელს დასრულდება"
27/12/2022 11:02:26 პოლიტიკა
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი 2024 წელს დასრულდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
"ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანთან უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას და 100 მლნ დოლარი უკვე გამოიყო ამ პროექტის დასასრულებლად. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რომლის 86% დასრულებულია და ორ წელიწადში აღნიშნული პროექტი საზეიმოდ გაიხსნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


