Accentnews.ge
მმართველ გუნდში კირიენკოს შესაძლო ვიზიტს თბილისში "სისულელე" უწოდეს

მმართველ გუნდში კირიენკოს შესაძლო ვიზიტს თბილისში "სისულელე" უწოდეს

27/12/2022 13:14:01 პოლიტიკა

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა „სისულელე“ და „ტყუილი“ უწოდეს გავრცელებულ ცნობას საქართველოში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის სერგეი კირიენკოს შესაძლო არაოფიციალური ვიზიტის შესახებ.

მანამდე ტელეგრამ–არხები იუწყებოდნენ, რომ „ვლადიმირ პუტინის პირადი წარგზავნილი“ საიდუმლო, ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება.

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კირიენკოს შესაძლო ვიზიტის შესახებ დასმული კითხვის პასუხად მედიას განუცხადა, რომ "სისულელეა".

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კი თქვა, რომ ეს არის „ტიპური დეზინფორმაცია":

„ჩვეულებრივი ტიპური დეზინფორმაციაა, რომელიც ვრცელდება. აქ რა უნდა ვქნათ, ერთადერთი ის არის, რომ დრო გავა და ხალხი თავად დარწმუნდება, რომ ტყუილია".

მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი არ გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას, „თუ ამის პირობები შეიქმნება". ამასთან, განაცხადეს, რომ „რუსეთ საქართველოს ურთიერთქმედება ვითარდება.

იხილეთ ასევე: რატომ ააქტიურებს მოსკოვი საქართველოსთან უვიზო რეჟიმის და ფრენების თემას

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S