მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკაში უკრაინის კონსული მივიდა
28/12/2022 08:50:50 პოლიტიკა
საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად კლინიკა "ვივამედში" უკრაინის კონსული მივიდა.
უკრაინის კონსულს დაპატიმრებული მესამე პრეზიდენტის მონახულებამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ უკრაინის კონსულმა სააკაშვილი 23 დეკემბერსაც მოინახულა და კლინიკა კომანტარის გარეშე დატოვა
დღეს კლინიკაში ასევე მივიდა მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, რომელმაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესების დაჩქარებულად წარმართვაა, თუმცა მისი თქმით, "ტენდენცია არის გაჭიანურებისკენ".
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ხვალ საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესია ჩანიშნული. მიეცემა თუ არა მესამე პრეზიდენტს საშუალება, დაესწროს პროცესს ჯერ–ჯერობით უცნობია.


