Accentnews.ge
თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო

28/12/2022 09:10:28 პოლიტიკა

თბილისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სადაც თბილისის მერ კახა კალაძეს უსმენდნენ, ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. დაპირისპირება დეპუტატებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან" კონსტანტინე ზარნაძე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატის ირაკლი ეძგვერაძის გამოსვლას აფასებდა.

"გიორგი იანტბელიძე იცი ვინ არის? ვისაც ესენი ზონდერს ეძახიან? იანტბელიძე არის თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, რომელსაც უამრავი მედალი აქვს მოპოვებული. ნამდვილად არ ეკუთვნის ამ ადამიანებისგან ასეთი შეფასება, არც ამ ხალხს არ ეკუთვნის. ეს არის ღირსეული ადამიანი", - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ, რა დროსაც მისკენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე წავიდა.

ამ დროს დაიწყო დეპუტატებს შორის გინება და სიტყვიერი სხვა შეურაცხყოფის მიყენება. დეპუტატების გაშველებაში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძეც ჩაერია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S