Accentnews.ge
კალაძემ დაასახელა მიზეზი, რის გამოც სააკაშვილთან ურთიერთობა გაუფუჭდა

კალაძემ დაასახელა მიზეზი, რის გამოც სააკაშვილთან ურთიერთობა გაუფუჭდა

28/12/2022 12:10:50 პოლიტიკა

პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა იმ მიზეზზე, რის გამოც წინა ხელისუფლებასთან და ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ურთიერთობა გაუფუჭდა.

"რაც შეეხება სააკაშვილთან ჩემი ურთიერთობის დაძაბვას, არ ვიცი რა დავარქვა, თუნდაც გაფუჭება. იყო ძალიან მარტივი. ვცხოვრობდი იტალიაში და ძალიან ვგულშემატკივრობდი ჩემს ქვეყანას. როდესაც მეძლეოდა შესაძლებლობა, ჩამოვდიოდი. აქ იყვნენ ჩემი მშობლები, ჩემი მეგობრები და ყოველთვის მიხაროდა იმის მიუხედავად, რომ ჩემს ოჯახს ძალიან დიდი ტრაგედია დაატყდა თავს და ეს ტრაგედია მოხდა საქართველოში. ეს უბედურება გააკეთეს ქართველებმა. მიუხედავად ამისა, არასდროს არ შემნელებია სიყვარული ჩემი ქვეყნის და ხალხის მიმართ. ყოველთვის ვგულშემატკივრობდი ჩემს ქვეყანას, ყოველთვის მიხაროდა კარგი რაც კეთდებოდა და არასდროს არ ვიხევდი უკან მეთქვა ის სიმართლე, რაც პრობლემა იყო და მიმაჩნდა არასწორად. ნუ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა წინა ხელისუფლებას განსხვავებული მოსაზრებების გამო იმ ადამიანების მიმართ, ვისაც განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა, ამას ჩემი ახსნა-განმარტება არ სჭირდება. ეს იყო ყველაფერი მიზეზი", – განაცხადა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S