Accentnews.ge
პრეზიდენტი – აქციის მონაწილეებს: „აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე“

პრეზიდენტი – აქციის მონაწილეებს: „აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე“

28/12/2022 12:21:12 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მის ადმინისტრაციასთან შეკრებილ დემონსტრანტებს, რომლებიც მოითხოვენ, არ შეიწყალოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სიტყვით მიმართა.

პრეზიდენტი ადმინისტრაციის წევრებთან ერთად ეზოში გამოვიდა და შემდეგი განაცხადა:

"აქ რომ მოვარდით ვიღაცების გავრცელებულ ჭორებზე, მაინტერესებს, ის ადამიანები, რომლებიც ჩემ შესახებ თავიანთ შექმნილ ჭორებს ავრცელებენ, სად იყვნენ 2007 წელს, სად იყვნენ, როცა მომხდარი იყო მიშასდროინდელი ტრაგედიები, სად იყვნენ? მე გეტყვით, სად იყვნენ – ან იყვნენ მიშას შტაბში, ან კარგად მოკალათებული სხვადასხვა თანამდებობაზე, ან იყვნენ „ქართუ ბანკში“ კარგად მოკალათებული. თურმე იციან, რას, როდის და რატომ გავაკეთებ.მე შევიწყალე მურუსიძე, ჩინჩალაძე? მე გავამწესე ასეთ ადგილებზე? საიდანაც ვერავინ ვერ მოხსნის მათ, ეს არ არის შეწყალება?სადა ხართ, როდის გააპროტესტეთ? სად იყავით და სადა ხართ?".

აღნიშნულის შემდეგ მან გამოსვლა შეწყვიტა და ადმინისტრაციის შენობაში დაბრუნდა.

მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ბრიფინგი დააანონსა, რომელიც 17:00სთ–ზე გაიმართება.

ამ წუთებში პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ და სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, არ შეიწყალოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

აქციაზე გამომსვლელთა შორის არიან ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი, თორნიკე გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე და სხვები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S