Accentnews.ge
ზურაბიშვილის პასუხი კითხვაზე, შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს

ზურაბიშვილის პასუხი კითხვაზე, შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს

28/12/2022 13:08:56 პოლიტიკა

"მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა", – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვას ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალების თაობაზე.

ამის შესახებ ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მანამდე, მან აღნიშნა, რომ "პრეზიდენტის ინსტიტუტზე მიმდინარეობს ზეწოლა ბულინგი, შანტჟი, დამცირება და მუქარა, რაც მიუღებელია".

"მიუღებელია ინსტიტუტზე და აღარ ვამბობ უკვე ქალზე და პრეზიდენტზე, ის რაც ხდება დღეს ზეწოლა, ბულინგი, სხვათა შორის, არ ვიცი სად არიან არასამთავრობოები, რომლებმაც ბულინგის მიმართ რაღა უნდა გამოხატონ, შანტაჟი, მუქარა, დამცირება, აგერ რუსული სოფელი არის ჩემს კარებთან და ნახეთ რას ნიშნავს, როცა, არ მგონია, არც ერთ ქვეყანაში სხვაგან, არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ მითუმეტეს ამ დაძაბულ პერიოდში, ასეთი სოფელი გამართული. მაგრამ სხვადასხვა აზრები არის და სხვადასხვა გემოვნება", – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან სააკაშვილის არშეწყალების მოთხოვნით აქცი გაიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S