Accentnews.ge
გერმანიის ელჩი: "სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს ევროკავშირის 15 წევრი ქვეყნის ელჩი და აშშ-ის წარმომადგენლები შევხვდით"

გერმანიის ელჩი: "სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს ევროკავშირის 15 წევრი ქვეყნის ელჩი და აშშ-ის წარმომადგენლები შევხვდით"

28/12/2022 15:10:52 პოლიტიკა

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტროში დღეს შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ევროკავშირის წევრი 15 ქვეყნის ელჩი და ასევე, აშშ-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მისი თქმით, მინისტრ რატი ბრეგაძესთან ელჩების დღევანდელ შეხვედრაზე ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ისაუბრეს.

ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, საუბრის დეტალებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

„აქ ვიყავით ევროკავშირის 15 წევრი ქვეყნის ელჩი, აშშ-ის წარმომადგენლებთან ერთად. მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრს შევხვდით. ჩვენ ვისაუბრეთ მიმდინარე სამართალწარმოებაზე და ჯანმრთელობის საკითხებზე, მაგრამ საუბრის დეტალებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – განაცხადა ფიშერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S