Accentnews.ge
გიული ალასანია: "მიხეილ სააკაშვილი დაცემული არ არის"

გიული ალასანია: "მიხეილ სააკაშვილი დაცემული არ არის"

28/12/2022 18:11:30 პოლიტიკა

"მიხეილ სააკაშვილი დაცემული არ არის" , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, "ტყუილად ჰგონიათ, რომ თუ ფიზიკურად ვერ არის ადამიანი, ის უკვე დაეცა".

"სიბნელის მხარეს არის რუსეთი და მისი მომხრეები (მომხრეებში გესმით, ალბათ, ვის ვგულისხმობ). სინათლის მხარეს არის დასავლეთი. არჩევანი ამის მიხედვით კეთდება“, - განაცხადა ალასანიამ.

კითხვაზე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რომელ მხარეს არის, ალასანია პასუხობს, რომ როცა შედეგს დაინახავს, ამის მერე „შეძლებს რამის თქმას“.

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ადამიანები, რომლებიც ემუქრებიან კარიერით და სხვადასხვა ფორმით, არსად არ იყვნენ 2007 წელს და ახლა უკითხავენ მორალს, ასწავლიან როგორ უნდა „ებრძოლო სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე დაცემულია“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S