Accentnews.ge
ჰოჯესი: "ასობით ქართველი იბრძვის უკრაინის მხარეს, ვისურვებდი გააქტიურებას დიპლომატიურ ველზე"

ჰოჯესი: "ასობით ქართველი იბრძვის უკრაინის მხარეს, ვისურვებდი გააქტიურებას დიპლომატიურ ველზე"

28/12/2022 19:06:40 პოლიტიკა

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ დიპლომატიურ და ეკონომიკურ ველზე საქართველოს გააქტიურებას ისურვებდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

"მსურს ვიხილო საქართველოს გააქტიურება ოფიციალურ დონეზე, იცით, რომ ასობით ქართველი სამხედრო იბრძვის უკრაინის მხარეს და ისინი არიან ძალიან მობილიზებულები, მაგრამ დიპლომატიურ და ეკონომიკურ ველზე საქართველოს გააქტიურებას ვისურვებდი", – განაცხადა ჰოჯესმა.

მისი პროგნოზით, უკრაინელები ყირიმს შემდეგი ზაფხულის ბოლოსთვის გაათავისუფლებენ:

"მე მჯერა, რომ ისინი [უკრაინელები] გაათავისუფლებენ ყირიმს შემდეგი ზაფხულის ბოლოსთვის, პირველ რიგში, ამას მიაღწევენ ყირიმის იზოლაციით. ყირიმთან დამაკავშირებელი მხოლოდ ორი გზა არსებობს: ქერჩის ხიდი, რომელიც უკვე დაზიანებულია, მეორე კი მარიუპოლისა და როსტოვის დამაკავშირებელი ხიდი. უკრაინა შეძლებს ამ ობიექტზე შეტევის განხორციელებას, შემდეგ თვეში ისინი მიიღებენ შესაბამის აღჭურვილობას, მიიღებენ და ამ მიზნებს შეასრულებენ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S