Accentnews.ge
დეგნანი: "თუ არსებობს ერთი საკითხი, რომელიც უნდა აერთიანებდეს ამ ქვეყანას და პოლიტიკურ ლიდერებს, ეს უნდა იყოს ევროკომისიის 12 პრიორიტეტი"

დეგნანი: "თუ არსებობს ერთი საკითხი, რომელიც უნდა აერთიანებდეს ამ ქვეყანას და პოლიტიკურ ლიდერებს, ეს უნდა იყოს ევროკომისიის 12 პრიორიტეტი"

29/12/2022 07:23:09 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, "თუ არსებობს ერთი საკითხი, რომელიც უნდა აერთიანებდეს ამ ქვეყანას და პოლიტიკურ ლიდერებს, ეს უნდა იყოს ევროკომისიის 12 პრიორიტეტი". ამის შესახებ მან კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა.

მისი თქმით, "ქართველებმა იციან , რომ ევროკავშირის წევრობა მშვიდობის, კეთილდღეობის და სტაბილურობის ტოლფასია. ეს არ არის მარტივი პროცესი. ეს მოითხოვს კომპრომისს და დიდ შრომას".

"გაქვთ შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ დააჩქაროთ ევროკავშირში გაწევრიანება, ერთი წლის წინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. მაგრამ ახლა ამ გზაზე დგახართ. ევროპული პერსპექტივა უზარმაზარი ნაბიჯია და კანდიდატის სტატუსიც საქართველოსთვის ძალიან ახლოსაა. ევროკავშირმა მოგცათ საგზაო რუკა და აშშ მხარს გიჭერთ, რომ შედეგი რეალობად იქცეს. თქვენი ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია. ამიტომ მოგიწოდებთ, არასდროს დანებდეთ. ეს არის თქვენთვის შესაძლებლობაც და პასუხისმგებლობაც", – განაცხადა ელჩმა [ტელეკომპანია "ფორმულას" თარგმანი].

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S