მიხეილ სააკაშვილის ძმა: "სალომე ზურაბიშვილის გუშინდელმა განცხადებამ იმედი გააჩინა"
29/12/2022 07:37:13 პოლიტიკა
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ძმა გიორგი სააკაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშინდელმა განცხადებამ იმედი გააჩინა.
"მე სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით ვიტყოდი ერთ რამეს. ძალიან გამიხარდება, თუ პრეზიდენტის მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ყოფილ პრეზიდენტს, ჩემს ძმას მისცეს ცხოვრების უფლება. სალომე ზურაბიშვილის გუშინდელმა განცხადებებმა გააჩინა იმედი, რომ თუ გვინდა ევროპასთან დაახლოება, უნდა გადაიდგას არსებითი ნაბიჯი. ერთ-ერთი არის სალომე ზურაბიშვილი", - განუცხადა გიორგი სააკაშვილმა ჟურნალისტებს მისის ძმის სასჯელის გადავადება ან გათავისუფლების შესახებ სასამართლო პროცესის დაწყებამდე.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები და ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება და აუცილებელია სამკურნალოდ მისი ევროპის ან აშშ-ის რომელიმე კლინიკაში გადაყვანა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გუშინ მას შემდეგ დანიშნა, რაც რეზიდენციასთან შეკრებილმა ადამიანებმა მათ მიმართვის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, არ შეიწყალოს ზურაბიშვილმა სააკაშვილი.
სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "მთავარ შეკითხვაზე პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა".


