Accentnews.ge
ნიკა მელია არ უარყოფს, რომ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

ნიკა მელია არ უარყოფს, რომ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

29/12/2022 08:07:58 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია არ უარყოფს, რომ პრეზიდენტს შეხვდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან სააკაშვილის პროცესის დაწყების წინ ისაუბრა.

"TV პირველის" ჟურნალისტმა ნიკა მელიას ჰკითხა, შეხვედრია თუ არა პრეზიდენტს, რადგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წევრებს არაფორმალურად ხვდება.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძვირფასო ჟურნალისტებო გითხრათ ის, რისი თქმაც ყოველთვის შეიძლება, მაგრამ არის საკითხები, რომლებზეც ბოლომდე გულახდილი შეიძლება ვერ ვიყო, მაგრამ... არა არ უარვყოფ [შეხვედრას]", - განაცხადა მელიამ, თუმცა არ დააზუსტა რამდენჯერ ჰქონდა პრეზიდენტთან შეხვედრა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S