Accentnews.ge
გიული ალასანია: "გუშინ პრეზიდენტთან უცნაური ხალხი რომ მივიდა და ყვიროდა „მოკალი, მოკალი", ეს რა უბედურებაა"

გიული ალასანია: "გუშინ პრეზიდენტთან უცნაური ხალხი რომ მივიდა და ყვიროდა „მოკალი, მოკალი", ეს რა უბედურებაა"

29/12/2022 08:45:01 პოლიტიკა

ყველაფრისგან დამოუკიდებლად ძალიან აღშფოთებული ვარ იმით, რაც პრეზიდენტის წინააღმდეგ ხდება ამ კამპანიის გამო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მან სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი შეაფასა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით აბსოლუტურად ადეკვატური რეაქცია ჰქონდა.

„ეს არის სრულიად წარმოუდგენელი. გუშინ იქ უცნაური ხალხი რომ მივიდა და უყვიროდა "მოკალი, მოკალი". ეს რა უბედურებაა. ძალიან სამარცხვინოა ეს ყველაფერი," - განაცხადა ალასანიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S