Accentnews.ge
პაპუაშვილი: "სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო ოპოზიციის დეპუტატებს 70 ათასი ლარი დაექვითათ"

პაპუაშვილი: "სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო ოპოზიციის დეპუტატებს 70 ათასი ლარი დაექვითათ"

29/12/2022 11:14:40 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიმდინარე წელს არასაპატიო მიზეზით პარლამენტის სხდომებისა და სხვადასხვა საპარლამენტო ღინისძიების გაცდენის გამო დეპუტატებს ჯამში, დაახლოებით, 80 ათასი ლარი დაექვითათ. ამის შესახებ მან ბიუროზე ისაუბრა.

„მიმდინარე წელს, დაახლოებით, 80 ათასი ლარი დაგროვდა ჯარიმებითა და დაქვითებით. საინტერესოა, რომ ამ თანხიდან 77% ოპოზიციის დეპუტატებზე მოდის, სადღაც 60 ათასი ლარი. ხაზინადართა საბჭოს მივმართეთ და საბჭომ იმსჯელა, რომ ეს თანხა გამოვიყენოთ ქველმოქმედებისთვის. ბიუროს ვთხოვთ, დავამტკიცოთ, იმისთვის, რომ ეს თანხა გარკვეული საქველმოქმედო ღონისძიებებისთვის გამოვიყენოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ბიურომ შალვა პაპუაშვილის ინიციატივა დაამტკიცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S