Accentnews.ge
„ხალხის ძალა“ “უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის” შექმნისა და „მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციის“ ინიციატივებით გამოდის

„ხალხის ძალა“ “უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის” შექმნისა და „მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციის“ ინიციატივებით გამოდის

29/12/2022 11:20:54 პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი მოძრაობა „ხალხის ძალა“ “უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის” შექმნისა და „მედიაში სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციის“ ინიციატივებით გამოდის. ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა

„ხალხის ძალა“ იანვარში დააინიცირებს კანონის პროექტს, რომელიც საქართველოში, უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას შეეხება.

როგორც მაჭარაშვილი ამბობს, უცხოური გავლენის აგენტების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო იქნება ყველა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა სუბიექტებისთვის, რომლებიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდებიან და „საქართველოში საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაზე ან საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოპოვებას ისახავენ მიზნად“.

მისი განცხადებით, შემოღებული იქნება “უცხოური გავლენის აგენტის“ ცნება და შესაბამის სუბიექტებს საკუთარი ფინანსური შემოსავლებისა და ხარჯების სრულად დეკლარირების ვალდებულება დაეკისრებათ.

"გარდა ამისა, უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობა მთელ რიგ პროცესებში, რომლებიც უცხოური დაფინანსებით ფიზიკური თუ იურიდიული პირების პრივილეგირებას ითვალისწინებს. ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სხვადასხვა თვალსაზრისით“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება მედიაში „სიცრუის გავრცელების რეგლამენტაციას“, მაჭარაშვილი ამბობს, რომ კანონპროექტი „ერთ-ერთი მოწინავე ევროპული დემოკრატიული სახელმწიფოს“ კანონმდებლობას ეფუძნება.

„ის ეფექტურად უზრუნველყოფს როგორც სიცრუის გავრცელების პრევენციას, ისე მასზე სათანადო რეაგირებას. როგორც მოგეხსენებათ, დღეს მთელი რიგი ენჯეოები და მედიასაშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციასა და პოლარიზაციაში. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ჩვენ მიერ მომზადებული ორივე კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების აუცილებელი პირობაა“, — განაცხადა მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, კანონპროექტების ინიციირებისთანავე, დაიწყება კონსულტაციები როგორც საპარლამენტო ფრაქცია „ქართულ ოცნებასთან“, ისე ყველა „უცხოური გავლენისგან თავისუფალ და არარადიკალურ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან“.

მაჭარაშვილი ირწმუნება, რომ მათ მიერ შემოთავაზებული ცვლილებები არსებითად ამერიკული გამოცდილებასა და რამდენიმე დემოკრატიული ქვეყნის გამოცდილებას ეფუძნება.

ცნობისთვის: აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს იქნა მიღებული, მოგვიანებით კი მან ცვლილებები განიცადა.

თავდაპირველად ეს კანონი ამერიკაში შემოიღეს მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად. მოგვიანებით კანონმა სახეცვლილება განიცადა და მისი მოქმედების არე დავიწროვდა. ახლა ის ძირითადად უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებს და ლობისტებს ეხება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S