Accentnews.ge
ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც, მათ შორის უკრაინისა და საქართველოსთვის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს

ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც, მათ შორის უკრაინისა და საქართველოსთვის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს

30/12/2022 06:13:59 პოლიტიკა

აშშ–ის პრეზედენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბიუჯეტს, რომელიც, მათ შორის უკრაინისა და საქართველოსთვის დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს.

ბიუჯეტის მოცულობა დაახლოებით 1.7 ტრილიონი დოლარია.

2023 წელს, შეერთებული შტატების მთავრობა 858 მილიარდ დოლარს დახარჯავს თავდაცვის სფეროსთვის, რაც 10%-ით მეტია 2022 წლის ხარჯებზე. სამედიცინო, სოციალური და სხვა სფეროები 772 მილიარდი დოლარით დაფინანსდება.

აშშ-ის 2023 წლის ბიუჯეტიდან 132 მილიონ დოლარზე მეტ დახმარებას მიიღებს საქართველო.

45 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული უკრაინისა და აშშ-ის ნატოელი მოკავშირეებისთვის. კიევისთვის განკუთვნილი თანხიდან 9 მილიარდი მოხმარდება უკრაინელი სამხედროების საჭიროებებს და 13 მილიარდი უკრაინის ეკონომიკის მხარდაჭერას. კიდევ 12 მილიარდი დოლარით აშშ შეავსებს შეიარაღების მარაგს, რაც საჭირო გახდა უკრაინისთვის საბრძოლო ტექნიკის გადაცემის შემდეგ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S