სააკაშვილი – "თუ გამარჯვებამდე ცოცხალი დავრჩი, მინდა, დავბრუნდე ოდესაში, დავტკბე ზღვის ხედით, გავუმასპინძლდე მეგობრებს"
30/12/2022 07:00:29 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, აცხადებს, რომ ომი რუსეთის დამარცხებით დასრულდება. ამის შესახებ მან “უკრაინსკაია პრავდასთან” ინტერვიუში განაცხადა.
"ომი დასრულდება რუსეთის სრული დამარცხებით და დაშლით. გამარჯვების კონკრეტული პარამეტრები კი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩამოაყალიბა. თუ გამარჯვებამდე ცოცხალი დავრჩი (მჯერა, რამდენიმე თვეში), მინდა დავბრუნდე ოდესაში - დავტკბე ზღვის ხედით და გავუმასპინძლდე მეგობრებს", – განაცხადა სააკაშვილმა.


