მიხეილ სააკაშვილი: "7 თვეა, მზის სხივი არ მინახავს"
30/12/2022 07:04:40 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა თუ რა პირობებში იმყოფება საქართველოში და როგორ სამედიცინო დახმარებას იღებს.
იგი აღნიშნავს, რომ ექიმები მაქსიმალურად ცდილობენ მის დახმარებას.
სააკაშვილი ამბობს, რომ მათ ყოველდღე აკითხავენ ქართული უშიშროების სასახურებიდან.
"მე ვარ კლინიკაში, სადაც ექიმები მაქსიმალურ დახმარებას მაძლევენ მათთვის ძალიან რთულ პირობებში. მათ ყოველდღიურად აკითხავენ ქართული უშიშროების სამსახურები და ყოველთვის, როცა ჩემთან ჩვეული მანიპულაციისთვის (მაგალითად, აბების მისაცემად) მოდის ექთანი, მას საფუძვლიანად ჩხრეკენ. წარმოიდგინეთ, რომ ეს ხდება დღეში 30-ჯერ. ჩემი „პალატის“ ფანჯრები სქელი ფირითაა დაფარული და შვიდი თვეა მზის სხივი არ მინახავს", - ამბობს მიხეილ სააკაშვილი “უკრაინსკაია პრავდასთან” ინტერვიუში.


