Accentnews.ge
ალასანია – სააკაშვილის შესახებ: "ცარიელი ჩონჩხია დარჩენილი, მიკვირს, როგორ გადაადგილდება თუნდაც იმ დამხმარით"

ალასანია – სააკაშვილის შესახებ: "ცარიელი ჩონჩხია დარჩენილი, მიკვირს, როგორ გადაადგილდება თუნდაც იმ დამხმარით"

30/12/2022 11:55:37 პოლიტიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარობა მძიმეა. ამის შესახებ მან კლინიკა „ვივამედის“ ეზოში ჟურნალისტებს განუცხადა.

"ჯანმრთელობის მხრივ საშინელი მდგომარეობაა, ცარიელი ჩონჩხია დარჩენილი. მე მიკვირს, როგორ გადაადგილდება თუნდაც იმ დამხმარით. ტემპერატურა მუდმივად აქვს, დილით არის ყოველთვის დაბალი და მერე იწევა. პროცესები უნდა დაჩქარდეს, დიდი სიხშირით უნდა წარიმართოს და საბოლოოდ დამთავრდეს“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

როგორც მან კლინიკა „ვივამედის“ ეზოში ჟურნალისტებს განუცხადა მიხეილ სააკაშვილი გუშინდელ პროცესს თვალს ადევნებდა და კმაყოფილი იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S