Accentnews.ge
მელია – პრეზიდენტზე: „ის ნამდვილად შეწუხებულია ევროპული მომავლისთვის მიყენებული სერიოზული ზიანით“

მელია – პრეზიდენტზე: „ის ნამდვილად შეწუხებულია ევროპული მომავლისთვის მიყენებული სერიოზული ზიანით“

30/12/2022 19:11:58 პოლიტიკა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ "ტვ პირველის" ეთერში კვლავ დაადასტურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრა და თქვა, რომ ზურაბიშვილი ნამდვილად შეწუხებულია ევროპული მომავლისთვის მიყენებული ზიანით.

"როდესაც ვსაუბრობ ქალბატონ ზურაბიშვილზე, თუკი რაიმე მახარებს ახლა და ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანი კრედიტად გასცემს ამ იმედებს, ვხედავ, ის ნამდვილად არის შეწუხებული ევროპული მომავლისთვის მიყენებული სერიოზული ზიანით, საფრთხით, რომელიც ჩვენს მომავალ თაობას დაემუქა. პოზიცია როგორი იქნება, ეს ალბათ, მხოლოდ ქალბატონმა ზურაბიშვილმა იცის", - თქვა ნიკა მელიამ.

მან არ უპასუხა კითხვას, ვისი ინიციატივით შედგა შეხვედრა და თქვა, რომ "პოლიტიკაში არის საკითხები, რაზეც საჯაროდ ვერ საუბრობენ, ან არ საუბრობენ...".

მისივე თქმით, პრეზიდენტთან შეხვედრაზე ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი განიხილეს და "არამხოლოდ საგარეო, არამედ, ქვეყნის განვითარების ვექტორი".

ნიკა მელიამ პრეზიდენტთან შეხვედრა არ უარყო 29, დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომის დაწყებამდე, როდესაც მას ამის შესახებ ჟურნალისტებმა ჰკითხეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S