Accentnews.ge
ხვალ საქართველოში ორ ლოკაციაზე და მსოფლიოს რამდენიმე დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართება

ხვალ საქართველოში ორ ლოკაციაზე და მსოფლიოს რამდენიმე დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართება

03/01/2023 08:54:16 პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციასთან, ასევე, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან და მსოფლიოს რამდენიმე დედაქალაქში ხვალ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართება. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციები 18:00 საათზე დაიწყება. თბილისში კი გაიმართება მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციიდან ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ.

"4 იანვარს 18:00 საათზე მარკ ფეიგინის ინიციატივას ვუერთდებით საქართველოში ორ ლოკაციაზე. ეს არის სახელმწიფო კანცელარია და შეკვეთილში ბიძინა ივანიშვილის სახლი. თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა 2023 წელს გადამწყვეტ ფაზაში შევა და უნდა გავიმარჯვოთ ქართველმა ხალხმა, რათა დავიმკვიდროთ ჩვენი ისტორიული ადგილი ევროპაში, ცივილიზებულ სამყაროში, სადაც რუსი ოლიგარქის, ბოროტების გარეშე გველოდებიან. მსოფლიოს მშვიდობის მტერი, ტერორისტი პუტინი და მისი რუსეთი გარდაუვლად დამარცხდება თავისუფლების, მშვიდობისთვის მებრძოლ ხალხთან უკრაინაში და ჩვენ ამ გამარჯვების თანამონაწილეები უნდა ვიყოთ. [...] ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბერლინში, ბრიუსელში, ჰააგაში, სტოკჰოლმში, ათენში, ბარსელონასა და საქართველოს საელჩოებთან და საკონსულოებთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება მისი სიცოცხლის გადასარჩენად”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

4 იანვარს აქციების გამართვის ინიციატივით რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი გამოვიდა. იგი და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს მოუწოდებენ, მივიდნენ მათ ქვეყნებში არსებულ საქართველოს საელჩოებთან და მოითხოვონ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიეცეს სრულფასოვანი მკურნალობის ჩატარების უფლება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S