Accentnews.ge
დღეს საქართველოსა და მსოფლიოს რიგ ქალაქებში სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართება

დღეს საქართველოსა და მსოფლიოს რიგ ქალაქებში სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართება

04/01/2023 06:19:13 პოლიტიკა

4 იანვარს საქართველოსა და მსოფლიოს რიგ ქალაქებში ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სოლიდარობის აქციები გაიმართება.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სოლიდარობის აქციები საქართველოში 8 სხვადასხვა ადგილზე დააანონსა. თავის მხრივ, პარტიული გადაწყვეტილებას გადაუხვია პარტიის წევრმა და თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა, რომელმაც 3 იანვარს თქვა, რომ სააკაშვილის მხარდასაჭერად 4 იანვარს ერთი აქცია გაიმართება თბილისში, სახელმწიფო კანცელარიასთან, მსვლელობით ივანიშვილის ბიზნესცენტრისკენ, მეორე კი — შეკვეთილში, ივანიშვილის სახლთან.

აქციები 18:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების გამართვა დაგეგმილია მსოფლიოს რამდენიმე ქალაქში მდებარე საქართველოს საკონსულოებსა და საელჩოებთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S