მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მდებარე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა
04/01/2023 14:22:04 პოლიტიკა
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მდებარე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართა.
სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურალოდ გადაყვანის მოთხოვნით დემონსტრანტები, მათ შორის გერმანიაში, ლიეტუვაში, სომხეთში, ლატვიაში, დიდ ბრიტანეთში, შვედეთში, ბელგიაში, უკრაინასა და ბულგარეთში შეიკრიბნენ.
გლობალური აქცია რუსი უფლებადამცველის მარკ ფეიგინის ინიციატივით იმართება. მისი ინფორმაციით, აქციებს დღეს 40-მდე ქალაქში გამართავენ.
სააკაშვილის მხარდამჭერი აქციების ფოტოებს თავად მარკ ფეიგინი ავრცელებს:

აქცია სტოკჰოლმში.

აქცია ათენში.

აქცია მადრიდში.

აქცია თელ–ავივში.

აქცია მიუნხენში.

აქცია ბერლინში.

აქცია ვარშავაში.

აქცია ბრატისლავაში

აქცია კანბერაში.

აქცია პრაღაში.

აქცია ვილნიუსში.

აქცია ოდესაში.

ჩეჩნური დიასპორის აქცია პარიზში

აქცია რიგაში.

აქცია სოფიაში.

აქცია ერევანში.
სააკაშვილის მხარდამჭერი დემონსტრაციები 4 იანვარს იმართება საქართველოშიც. თბილისში ორი აქციაა დაგეგმილი: ენმ მშვიდობის ხიდთან მართავს აქციას, ენმ-ს წევრი და პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი კანცელარიიდან ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრამდე აწყობს მსვლელობას მხარდამჭერებთან ერთად.


