Accentnews.ge
მაკფოლი: "ბაიდენმა და ევროპის ლიდერებმა უნდა მოსთხოვონ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს სააკაშვილი"

მაკფოლი: "ბაიდენმა და ევროპის ლიდერებმა უნდა მოსთხოვონ საქართველოს პრეზიდენტს, შეიწყალოს სააკაშვილი"

05/01/2023 08:10:12 პოლიტიკა

რუსეთში აშშ-ს ყოფილი ელჩი, პროფესორი მაიკლ მაკფოლი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტს უნდა მოუწოდოს, შეიწყალოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა, ევროპის სხვა დემოკრატიულ ლიდერებთან მჭიდრო კოორდინაციით, სასწრაფოდ უნდა გააკეთოს მიმართვა სააკაშვილის გადასარჩენად. ჰუმანიტარული ნიშნით, ბაიდენმა და სხვებმა უნდა მოსთხოვონ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს სააკაშვილი და მისცეს მას ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამედიცინო დაწესებულებაში გამგზავრების საშუალება. ეს უკვე გააკეთა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელმაც სააკაშვილი პოლიტპატიმრად გამოაცხადა. სააკაშვილის ციხეში სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის სასიკვდილო დარტყმა", - აცხადებს მაკფოლი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S