Accentnews.ge
დეკანოიძე: "სააკაშვილის სიცოცხლის მიმართ საერთაშორისო ყურადღება და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა იზრდება"

დეკანოიძე: "სააკაშვილის სიცოცხლის მიმართ საერთაშორისო ყურადღება და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა იზრდება"

05/01/2023 09:00:53 პოლიტიკა

"მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის და ჯანმრთელობის მიმართ საერთაშორისო ყურადღება ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლა, იზრდება", –ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მაკფოლი მაღალი დონის ექსპერტი, ყოფილი დიპლომატი და თეთრ სახლთან დაახლოებული პირია.

„გამოქვეყნდა უმნიშვნელოვანესი სტატია მაიკლ მაკფოლის, რომელიც მუდმივად მუშაობს რეგიონზე და აშშ-ს ყოფილი ელჩია რუსეთში, მაგრამ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც არის, ის ერმაკთან ერთად არის სანქციების ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც მუშაობს რუსეთთან დაკავშირებული ოლიგარქიის და ოლიგარქიული წრეების სანქცირებაზე. იგი მოუწოდებს მსოფლიოს, რომ არ დაუშვას მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდეს, ხაზს უსვამს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ სამედიცინო დასკვნას შესაძლო მოწამვლის შესახებ და კლინიკიდან ბოლო გავრცელებულ სურათს და აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა არის უკიდურესად საზიანო და ეს მხოლოდ პუტინს ახარებს. შეგახსენებთ, იგი საქართველოს ხელისუფლებას, იმ ადამიანებს, რომლებიც 2012 წელს მოვიდნენ ხელისუფლებაში, „პუტინის პროქსებს“ უწოდებს და ხაზს უსვამს, რომ ივანიშვილი არის ოლიგარქი, რომელმაც ფინანსური კაპიტალი დააგროვა არა საქართველოში, არა რომელიმე დასავლურ ქვეყანაში, არამედ სწორედ რუსეთში და სწორედ მათი მმართველობის პერიოდში მოხდა პარტიების შევიწროება, სამოქალაქო სექტორის დევნა და ყველაზე მნიშვნელოვანი - ხდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება საპყრობილეში, რაც პირველ რიგში, უხარია პუტინს. ის ამბობს, რომ სააკაშვილის სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და დარტყმა ქართულ დემოკრატიაზე, რაც კარგად ესმის პრეზიდენტ ზელენსკის, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ექსპრეზიდენტის გათავისუფლებისკენ. დარწმუნებული ვარ, მისი მოწოდება, რომ ბაიდენმა და მსოფლიო ლიდერებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდონ, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, არის მნიშვნელოვანი, სასიცოცხლო და დარწმუნებული ვარ, ეს სტატია, ისევე როგორც სხვა მიმართულებით მუშაობა, დამატებით ეფექტს შესძენს სააკაშვილის მიმართ ყურადღებას,“ - განაცხადა დეკანოიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S