Accentnews.ge
ხერხეულიძე: "სააკაშვილმა "ვივამედში" გონება კიდევ ერთხელ დაკარგა"

ხერხეულიძე: "სააკაშვილმა "ვივამედში" გონება კიდევ ერთხელ დაკარგა"

05/01/2023 11:28:55 პოლიტიკა

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცოტა ხნის წინ "ვივამედში" გონება კიდევ ერთხელ დაკარგა.

"ჩემ შესვლამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე ჰქონდა გონების დაკარგვა. მძიმე ვითარებაა მისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ექიმები არიან ინფორმირებულები და მუშაობენ ამის ირგვლივ. ხვალ დილით უტარდება უკვე დიაგნოსტიკური გამოკვლევა, რამ განაპირობა ეს. ეს არის უკვე მერამდენე გონების კარგვის ეპიზოდი, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი მეგობრებო, ეს არის ის ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ სიგნალი უნდა აღმოჩნდეს ყველასთვის, რომ ამ ადამიანს დიდი დრო არ აქვს დარჩენილი თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ მისი ჯანმრთელობის ობიექტურ მდგომარეობას", - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 9 იანვარსაა ჩანიშნული. ადვოკატებსა და მესამე პრეზიდენტს სხდომაზე დასწრება სურს, თუმცა "ვივამედი" მისთვის პალატის დატოვების რეკომენდაციას არ გასცემს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S