Accentnews.ge
მამულაშვილი: "სააკაშვილის ტყვეთა გაცვლის პროგრამაში შეყვანაზე ვმუშაობთ"

მამულაშვილი: "სააკაშვილის ტყვეთა გაცვლის პროგრამაში შეყვანაზე ვმუშაობთ"

05/01/2023 14:45:20 პოლიტიკა

უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ უკრაინაში მებრძოლის ქართველების წერილის შესახებ ისაუბრა, რომელშიც ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ.

მამულაშვილის თქმით, წერილი უფრო სიმბოლურია ვიდრე პოლიტიკური დატვირთვა აქვს.

„ეს წერილი ატარებს სიმბოლურ ხასიათს უფრო, ვიდრე პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ამიტომ დარწმუნებული ვარ, იგნორირებული იქნება. მე მინდა გითხრათ, რომ ბევრად უფრო ეფექტური, სინამდვილეში, შეიძლება, იყოს სწორედ სააკაშვილის ტყვეთა გაცვლის პროგრამაში შეყვანა, რაზეც ვმუშაობთ ახლა. ეს ჩემი დის ინიციატივა იყო და პირდაპირ უკავშირდება ჩვენს საქმიანობას უკრაინაში, იმიტომ, რომ ჩვენი სტრუქტურის ხელმძღვანელი, სადაც ქართული ლეგიონი შედის, ხელმძღვანელობს ტყვეთა გაცვლის კომისიას და მგონია, რომ ეს უფრო ეფექტური მეთოდი შეიძლება აღმოჩნდეს ამ შემთხვევაში, იმიტომ, რომ მთავრობა იმართება რუსეთიდან, არავისთვის ეს დასამალი აღარ არის", – განაცხადა მან.

უკრაინაში მებრძოლი 100-მდე ქართველი მებრძოლი საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით მიმართავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S