Accentnews.ge
ალასანია: "ეს ის კი არ არის, რომ ჩემი შვილი აღარ იქნება, აღარ გვექნება სახელმწიფო, საერთაშორისო მკვლელობა ხდება ყველას თვალწინ"

ალასანია: "ეს ის კი არ არის, რომ ჩემი შვილი აღარ იქნება, აღარ გვექნება სახელმწიფო, საერთაშორისო მკვლელობა ხდება ყველას თვალწინ"

05/01/2023 16:30:32 პოლიტიკა

საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საგანგებო ბრიფინგი გამართა. ალასანიამ განცხადების გაკეთება მედიისთვის მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სააკაშილმა კლინიკა "ვივამედში" გონება დაკარგა.

სააკაშვილის დედის თქმით, გონების კარგვის ეპიზოდი უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა და ექიმებს მისი "მოსულიერება" გაუჭირდათ.

"დღეს "ვივამედის" კლინიკაში, მან დაკარგა გონება. ეს იყო მეორე ძალიან მძიმე შემთხვევა, გლდანის [საპატიმროს საავადმყოფო] შემდეგ. შუალედში იყო პატარ-პატარა ეპიზოდები, მაგრამ იქ არ იყო ასეთი მძიმე მდგომარეობა და დღეს ძალიან გაუჭირდათ ადამიანის მოსულიერება. მე არ ვიცი, მესამე შემთხვევა ნებისმიერ შემთხვევაში განმეორდეს და შეიძლება, დასრულდეს ფატალურად. ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ეს ის კი არ არის, რომ ჩემი შვილი აღარ იქნება, აღარ გვექნება სახელმწიფო. ეს არის საერთაშორისო მკვლელობა, საერთაშორისო მკვლელობა ხდება ყველას თვალწინ. გუშინ მსოფლიო მასშტაბით ჩატარდა აქციები, რომლითაც მოითხოვდნენ ჩემი შვილის გადარჩენას, მის გადაყვანას, მაგრამ არანაირი რეაქცია ჩვენი ქვეყნისგან არ არის. მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ და მე არ ვარ მარტო, გვყვავს მხარდამჭერები, მეგობრები, რომ ეს ადამიანები [ვინც ჩემს შვილს კლავენ] სამაგალითოდ დაისაჯონ", -განაცხადა გიული ალასანიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S