Heritage Foundation-ის დირექტორი – სააკაშვილს: "თქვენმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლასა და წამებაზე"
09/01/2023 05:28:53 პოლიტიკა
Heritage Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორი უილიამ ბრაუდერი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართვას ეხმიანება.
"მიხეილ, გთხოვთ, თქვენმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, რომელშიც ეწერება, ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლაზე, ვინ არის პასუხისმგებელი წამებაზე და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დასავლეთის მთავრობებმა "მაგნიტსკის სანქციებისთვის" ამას ყურადღება მიაქციონ”, - მიმართავს ბილ ბროუდერი მიხეილ სააკაშვილს.
მანამდე, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უილიამ ბრაუდერს სთხოვა, ადგილობრივ ქართულ ჯგუფებს ლეტალური შედეგის ლოდინის გარეშე, „მაგნიტსკის" ახალი სიის წინასწარ შედგენაში დაეხმაროს.


