Accentnews.ge
მალგოჟატა გოშევსკა: "პოლონეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს ბრძოლას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის"

მალგოჟატა გოშევსკა: "პოლონეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს ბრძოლას პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის"

09/01/2023 07:46:24 პოლიტიკა

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი მალგოჟატა გოშევსკა აცხადებს, რომ პოლონეთის ხელისუფლება არ შეწყვეტს საქართველოს ექს–პრეზიდენტ ბრძოლას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის.

"ჩვენ მას არაერთხელ შევთავაზეთ ჩვენს ქვეყანაში მკურნალობა. შეიძლება ითქვას, რომ ის ჩვენს თვალწინ კვდება, მთელი მსოფლიოს თვალწინ და ამაში საქართველოს ხელისუფლების ხელი ურევია“, - განაცხადა სეიმის ვიცე- სპიკერმა.

მისი თქმით, პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ, ისევე როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ, ქართულ მხარესთან ორმხრივი მოლაპარაკებების დროს და საერთაშორისო ფორმატის შეხვედრებზე სააკაშვილის პატიმრობის საკითხი არაერთხელ განიხილეს.

„საუბრებსა და წერილებში ხშირად ვთავაზობდით სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთში წაყვანას. ამაზე თანხმობა არ მიგვიღია. ჩვენ ვთხოვეთ და შევთავაზეთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საერთაშორისო სამედიცინო კომისიას შეეფასებინა. ამაზე თანხმობა არ მიგვიღია“, - აღნიშნა მალგოჟატა გოშევსკამ.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო კვირების განმავლობაში სააკაშვილმა მკვეთრად დაიკლო წონაში და გაუარესდა მისი ფიზიკური მდგომარეობა, რაც, სავარაუდოდ, ნეიროტოქსინებით მისი მოწამვლის შედეგია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S