Accentnews.ge
გერმანიის ელჩი: "სააკაშვილის მძიმე ავადმყოფობის შესახებ ცნობები შეშფოთების საბაბია"

გერმანიის ელჩი: "სააკაშვილის მძიმე ავადმყოფობის შესახებ ცნობები შეშფოთების საბაბია"

09/01/2023 15:33:49 პოლიტიკა

საქართველოში გერმანიის ელჩ პიტერ ფიშერის განცხადებით, ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები "შეშფოთების საბაბია" და ყოფილი პრეზიდენტის უფლებების დაცვა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

ფიშერის თქმით, გერმანიის საელჩო ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის საქმეს და მათი წარმომადგენელი ესწრება სასამართლო პროცესებს.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ საკითხს. მეტიც, საელჩოს წარმომადგენელი ხშირად ესწრება სასამართლო პროცესებს. რაც შეეხება ბატონი სააკაშვილის მდგომარეობას, მისი მძიმე ავადმყოფობის შესახებ ცნობები შეშფოთების საბაბია და ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა მიხეილ სააკაშვილის უფლებების დაცვა, ისევე როგორც ხელისუფლებაა პასუხისმგებელი ნებისმიერი სხვა პატიმრის ჯანმრთელობაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ პროცესზე დაკვირვებას და მიგვაჩნია, რომ, როგორც ჰუმანიტარული, ისე ადეკვატური სამედიცინო დახმარების გაწევა ყველა ხელისუფლების ვალდებულებაა“, - განაცხადა პიტერ ფიშერმა Georgia Today-სთან ინტერვიუში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S