Accentnews.ge
სააკაშვილი: "ბუკების" მიცემაზე უარის თქმა ღალატია, ასეთი ღალატის ეპიზოდები მძიმე ლაქად დარჩება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაში"

სააკაშვილი: "ბუკების" მიცემაზე უარის თქმა ღალატია, ასეთი ღალატის ეპიზოდები მძიმე ლაქად დარჩება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაში"

10/01/2023 10:30:33 პოლიტიკა

სირცხვილია უკრაინისთვის „ბუკ“-ის სისტემების მიცემაზე უარის თქმა!- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით საქართველომ ისინი მინიმალურ ფასში იყიდა თავის დროზე.

„სირცხვილია უკრაინისთვის „ბუკ“-ის სისტემების მიცემაზე უარის თქმა! პრეზიდენტ იუშჩენკოს დახმარებით ჩვენ ისინი მინიმალურ ფასში ვიყიდეთ თავის დროზე. როდესაც უკრაინაში იანუკოვიჩი მოვიდა, იუშჩენკოს წინააღმდეგ საქმეც კი აღძრეს „ბუკ“-ის საქართველოსთვის გადმოცემის გამო და ეს გააკეთეს რუსეთის დავალებით. უფრო მეტიც, ინსტრუქტორი - პოლკოვნიკი მამჩური, რომელიც „ბუკ“-ის გამოყენებას გვასწავლიდა, რუსეთის აგენტებმა მოკლეს როვნოში 2017 წელს.

ახლა ამერიკელებმა უკრაინას გადასცეს დიდი რაოდენობით რაკეტები „ბუკ“-ისთვის. რაც მთავარია, ამ ნაბიჯით ჩვენ არა მხოლოდ უკრაინელებს ვუთხარით უარი, არამედ ამერიკელებსაც, მათი „ჯაველინების“ უკრაინისთვის სესხებაზე.

ეს არის ღალატი და ასეთი ღალატის ეპიზოდები მძიმე ლაქად დარჩება საქართველო-უკრაინის ურთიერთობების ისტორიაში“,- წერს სააკაშვილი.

ამავე თემზე: "ქართულ ოცნებაში" კასიანოვის განცხადება "ბუკებისა" და "ჯაველინების" თაობაზე "ომში საქართველოს ჩათრევის მცდელობად" შეაფასეს.

თავდაცვის სამინისტრო: "ბუკები" უკრაინას საქართველოსთვის უსასყიდლოდ არ გადმოუცია"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S