Accentnews.ge
ჰოჯესი: "არ მესმის, რატომ უნდა საქართველოს ხელისუფლებას, ხელბორკილებით იყოს მიბმული კრემლზე"

ჰოჯესი: "არ მესმის, რატომ უნდა საქართველოს ხელისუფლებას, ხელბორკილებით იყოს მიბმული კრემლზე"

10/01/2023 11:47:02 პოლიტიკა

შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის განცხადებით, საქართველო არ არის მტკიცე უკრაინისადმი მხარდაჭერაში.

მისი თქმით, უკრაინა გაიმარჯვებს და მისი მოლოდინია, რომ ქვეყანა ყირიმსაც გაათავისუფლებს მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოსთვის.

"მე არ მესმის, რატომ არ არის საქართველო უფრო მტკიცე უკრაინისადმი მხარდაჭერაში. ჩემთვის ეს გაუგებარია. საქართველო თავადაც მოგებული დარჩება, როდესაც ეს ომი რუსეთის დამარცხებით დასრულდება და არ მესმის, რატომ უნდა ამ ქვეყნის ხელისუფლებას, რომ ხელბორკილებით იყოს მიბმული კრემლზე. [...] სულ მცირე, საჯაროდ განაცხადონ უკრაინა კარგია, რუსეთი კი აგრესორი. არსებობს სანქციები და სხვადასხვა გზა ამის გასაკეთებლად, ეს მნიშვნელოვანია და არ არსებობს რისკი, რომ საქართველოს ომში ჩათრევა მოხდეს", – აცხადებს ჰოჯესი.

გენერალი ჰოჯესი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" მოწვევით იმყოფება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S