Accentnews.ge
ბროუდერი: "სააკაშვილს აწამებენ, ამ ყველაფრის უკან პუტინი დგას, ცდილობს შური იძიოს, ასევე ეს არის მესიჯი ზელენსკისთვის „აი, რა დაგემართება მომავალშიო“

ბროუდერი: "სააკაშვილს აწამებენ, ამ ყველაფრის უკან პუტინი დგას, ცდილობს შური იძიოს, ასევე ეს არის მესიჯი ზელენსკისთვის „აი, რა დაგემართება მომავალშიო“

10/01/2023 17:47:23 პოლიტიკა

Heritage Foundation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ე.წ. „მაგნიტსკის სიის“ ერთ-ერთმა ავტორმა ბილ ბროუდერმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუს დროს საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის შესაზებ ისაუბრა.

მისი თქმით, "სააკაშვილს აწამებენ, ამ ყველაფრის უკან პუტინი დგას, ცდილობს შური იძიოს, ასევე ეს არის მესიჯი ზელენსკისთვის „აი, რა დაგემართება მომავალშიო“.

როგორც ბროუდერმა აღნიშნა, რაც უფრო მეტი ინფორმაციაა იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ, უფრო სავარაუდოა, რომ შეიქმნას დროებითი ე.წ. „სააკაშვილის სია“.

„იმედი მაქვს, რომ ადამიანები, რომლებიც ახლა გადაწყვეტილებებს იღებენ, შეწყვეტენ ასეთ ქმედებას, რადგან თუ სააკაშვილი მოკვდება, მათ მძიმე ცხოვრება ელოდებათ. აშკარაა, რომ მიხეილ სააკაშვილს აწამებენ. ეს ფოტოებიდანაც ჩანს, არაა საჭირო იყო სამედიცინო ექსპერტი, რომ ეს დაინახო. უფრო საინტერესო ის არის, თუ ვინ არის პასუხისმგებელი, რადგან პროკურორები აფერხებენ მის თხოვნას, მიიღოს სამედიცინო მკურნალობა, ციხის ექიმებიც, ალბათ, ჩართული არიან არასათანადო აქტივობაში და მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც გასცემენ ბრძანებებს. რაც მეტია ასეთი ინფორმაცია, მით უფრო სავარაუდოა, რომ შევქმნათ დროებით, როგორც ჩვენ ვეძახით, „სააკაშვილის სია“, სადაც შევიყვანთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას აკეთებენ. ეს დაუჯერებლად ბოროტული ქმედებაა. ეს ჰუმანიტარული საკითხია და ყოველდღიურად ჩვენ ვისმენთ საქართველოს მთავრობისგან, რომ ჯიუტად არ ათავისუფლებენ და არ აგზავნიან მას სამკურნალოდ ევროპაში. ამგვარად, საქართველო ანადგურებს მის რეპუტაციას საერთაშორისო დონეზე. სააკაშვილი წინ აღუდგა პუტინს 2008 წელს, როდესაც იგი შემოიჭრა საქართველოში. მან პერსონალური ვენდეტა განახორციელა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. არსებობენ ადამიანები საქართველოს მთავრობაში, რომელთაც პუტინი მოსწონთ. ახლა კი აშკარაა, რომ ვითარება ნორმალური გზით არ მიდის. ჩემი აზრით, ამ ყველაფრის მიღმა ვლადიმერ პუტინი დგას. ის ცდილობს შური იძიოს მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც მას უპატივცემულოდ მოექცა. ასევე ეს არის მესიჯი ვლადიმერ ზელენსკისთვის: „აი, რა დაგემართება შენც მომავალშიო“. ამიტომ, ეს არ უნდა დავუშვათ. რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ მთავრობამ ის საზღვარგარეთ სამკურნალოდ უნდა გაუშვას სათანადო მკურნალობის მისაღებად. თუ ამ გზას არ აირჩევენ, მაშინ თავადვე მოაწერენ ხელს ძალაუფლების დაკარგვას. დასავლეთთან მიმართებით მათ პრობლემები ათეულობით წლის განმავლობაში ექნებათ, მათ შორის სანქციების თვალსაზრისით“, - განაცხადა ბილ ბროუდერმა ["ტვ. პირველის" თარგმანი].

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S