Accentnews.ge
საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ შოთა ტყეშელაშვილი აირჩიეს

საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ შოთა ტყეშელაშვილი აირჩიეს

12/01/2023 09:12:49 პოლიტიკა

საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ შოთა ტყეშელაშვილი ერთხმად აირჩიეს. მას მხარი საბჭოს 15-ვე წევრმა დაუჭირა.

ტყეშელაშვილი თავმჯდომარის "პოსტზე" ასარჩევად ერთადერთი კანდიდატი იყო. მისი კანდიდატურა საბჭოს პროკურორმა წევრმა ალექსანდრე მუყასაშვილმა წარადგინა.

საპროკურორო საბჭო, ორგანული კანონით დადგენილი წესით არჩეული 15 წევრისგან შედგება. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარეს 2 წლის ვადით საპროკურორო საბჭო ირჩევს. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას ამ დრომდე თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი იკავებდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S