სომხეთის საზღვარს საქართველოს მოქალაქეები ID დოკუმენტით გადაკვეთენ
12/01/2023 11:58:42 პოლიტიკა
სომხეთის დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მხარი დაუჭირეს დოკუმენტს, რომლის მიხედვით, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ სომხეთ-საქართველოს საზღვარი მხოლოდ ID დოკუმენტით გადაკვეთონ.
დღევანდელ სხდომაზევე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ საქართველოსთან სომხეთს განსკუთრებული უერთიერთობები აქვს, რაცსაც მოწმობს სომხეთის მოქალაქეების საქართველოში გამგზავრების სტატისტიკაც.
“მხოლოდ 2019 წელს საქართველოს ესტუმრა 1 მილიონ 365 ათასი ჩვენი მოქალაქე”.
ოფიციალური ცნობით, შესაბამისი შეთანხმების ხელმოწერა დღესვე იგეგმება სომხეთში პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში.
სადღეისოდ საქართველოს მოქალაქეებს პირადობის მოწმობით შესვლა შეუძლიათ თურქეთსა და უკრაინაში.


