პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა
13/01/2023 12:00:05 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული შეიწყალა.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ისინი სრულად გათავისუფლდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.
შეწყალებული მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.
შეწყალების საკითხზე დამატებითი დეტალები უცნობია.


