Accentnews.ge
პოლონეთის სეიმი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცეს

პოლონეთის სეიმი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცეს

13/01/2023 13:26:38 პოლიტიკა

პოლონეთის სეიმი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ მიეცეს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება.

სეიმის შესაბამის რეზოლუციას მხარი 438-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 8 იყო, ერთმა კი თავი შეიკავა.

რეზოლუციის ტექსტი სეიმის სხდომაზე პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერმა მალგოჟეტა გოშევსკამ წარადგინა. ის საქართველოში ორჯერ იმყოფებდა და ორივე შემთხვევაში, ხელისუფლებამ მას მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება არ მისცა.

გარდა ამისა, პოლონეთის საკანონმდებლო ორგანო მიმართავს საერთაშორისო საზოგადოებას, გაერთიანდნენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად.

"სამედიცინო დიაგნოზები მიუთითებს მისი ჯანმრთელობის სწრაფად გაუარესებასა და სამედიცინო რეკომენდაციების გათვალისწინებით სპეციალიზებულ მკურნალობაზე, რაც საქართველოში შეუძლებელია სათანადო სამედიცინო დაწესებულებების არარსებობის გამო", - აღნიშნულია რეზოლუციაში.

გარდა ამისა, დოკუმენტში მითითებულია, რომ მიხეილ სააკაშვილს გამოთქმული აქვს მზადყოფნა, რეაბილიტაციის შემდეგ დაბრუნდეს და წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S