Accentnews.ge
აქუბარდია და სამნიძე: „მარგინალურ პრორუსულ ჯგუფებს „მწვანე შუქი" აქვთ ხელისუფლებისგან“

აქუბარდია და სამნიძე: „მარგინალურ პრორუსულ ჯგუფებს „მწვანე შუქი" აქვთ ხელისუფლებისგან“

16/01/2023 11:04:38 პოლიტიკა

დამოუკიდებელი დეპუტატის თეონა აქუბარდიას და „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, 2021 წლის 5 ივლისის შემდეგ ტენდენციაა, რომ შსს ექსტრემისტულ ჯგუფებს კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევს - მარგინალურ პრორუსულ ჯგუფებს „მწვანე შუქი" აქვთ ხელისუფლებისგან.

როგორც დეპუტატებმა ყვარელში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით აღნიშნეს, პოლიციელებს არაფერი გაუკეთებიათ ლევან ბერძენიშვილის კონსტიტუციური უფლების დასაცავად.

„მედიაში გავრცელებული ფოტომასალიდან ჩანდა, რომ ამ აქციის, პიკეტირების პროცესში ჩართულები იყვნენ ძალადობრივი, პრორუსული ჯგუფები - „ალტ ინფო," კონსერვატიული მოძრაობა. მერამდენედ ხდება, როცა ეს ძალადობრივი ჯგუფები ახორციელებენ თავის ჩანაფიქრს ისე, რომ შსს ამას უყურებს და ხელს არ უშლის ასეთ ქმედებებს. შესაბამისად, სამმა დეპუტატმა მე, ხათუნა სამნიძემ და ანა ბუჩუკურმა მივმართეთ ახლად შექმნილ საგამოძიებო სამსახურს, ასევე შსს- ს, დაიწყო თუ არა შსს- ის გენინსპექციამ მოკვლევა ამ ფაქტზე, ასევე საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო თუ არა გამოძიება, რადგან ლევან ბერძენიშვილს შეეზღუდა კონსტიტუციით გარანტირებული გადაადგილების უფლება, ხოლო აუდიტორიაში შეკრებილ სტუდენტებს შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, ჩვენ ამ უფლებების დასაცავად ვერ ვნახეთ პოლიციელთა ქმედებები. ჩანს, რომ ეს არის ტენდენცია 5 ივლისიდან მოყოლებული, როცა შსს ძალადობრივ, პრორუსულ ექსტრემისტულ ჯგუფებს აძლევს თავისუფალი მოქმედების საშუალებას ჩვენი კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ და ამ დროს პოლიციელებმა, რომლებიც ადგილზე იმყოფებოდნენ, არაფერი გააკეთეს ადამიანთა კონსტიტუციური უფლებების დასაცავად,"- განაცხადა აქუბარდიამ.

ბრიფინგზე ისაუბრა ხათუნა სამნიძემაც:

„რა უმოქმედობაც დავინახეთ პოლიციის მხრიდან, ეს არის დასტური, რომ მარგინალური პრორუსული ჯგუფები არ მოქმედებენ დამოუკიდებლად და მათ აქვთ „მწვანე შუქი“ ხელისუფლებისგან, მითუმეტეს, თუ გავიხსენებთ ირაკლი კობახიძის გამოსვლას პარლამენტში, რომელიც საუბრობდა ლევან ბერძენიშვილზე როგორც ტრადიციების წინააღმდეგ აზრების გამომხატველ ადამიანზე და უფრო მეტიც თქვა მან".

სამნიძე ფიქრობს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც 5 ივლისის ძალადობასა და ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულებს ორგანიზების ნაწილში ბრალდება მოუხსნა და სასჯელი შეუმცირა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ჯგუფებს ხელისუფლება იცავს და ახალისებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S