Accentnews.ge
პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ სააკაშვილზე საუბრის გამო ემუქრებიან

პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ სააკაშვილზე საუბრის გამო ემუქრებიან

16/01/2023 19:13:40 პოლიტიკა

მემუქრებიან, რომ თუ გავაგრძელებ სააკაშვილის სიცოცხლეზე და საქართველოს სიტუაციაზე ხმამაღლა საუბარს, საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ მექნება, - ამის შესახებ პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა მალგოჟეტა გოშევსკამ "ფორმულას" ეთერში განაცხადა.

"არ მეშინია იმ მუქარის, რომელიც ისმის ჩემი მისამართით. მემუქრებიან, რომ თუ კვლავ გავაგრძელებ პრეზიდენტის [მიხეილ სააკაშვილის – რედ.] სიცოცხლეზე და საქართველოს სიტუაციაზე ხმამაღლა საუბარს, საქართველოში შემოსვლის საშუალება აღარ მექნება. ასეთი საფრთხე, ასეთი მუქარა მოისმინა ჩვენმა ელჩმა, რომელსაც პირდაპირ განუცხადეს ეს. მე არ მაქვს მაგალითად, რუსეთში და ბელარუსში შესვლის საშუალება ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე და თუ ამ ქვეყნებს დაემატება საქართველო, აქ ყველაფერი ნათელი იქნება",– განაცხადა პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა.

მისი თქმით, მსგავსი მუქარა "ფორმალურ საუბარში" გაისმა, "რომელიც ჩაატარეს პოლონეთის რესპუბლიკის ელჩთან":

"ოფიციალურ საუბარში გაისმა ეს მუქარა. იმედი მაქვს, აქამდე არ მივა საქმე. მინდა, საქართველო დაბრუნდეს ნორმალურ წრეზე და გვქონდეს საშუალება, რომ მოვინახულოთ პოლიტიკური პატიმრები. მე წლების განმავლობაში ვნახულობდი ციხეში ყოფილ პრემიერს, ბატონ ვანო მერაბიშვილს. მაშინ მქონდა ამის საშუალება, ახლა არ მაქვს. რამდენჯერმე უარი მითხრეს სააკაშვილის და გვარამიას მონახულებაზე“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S