Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის

ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის

17/01/2023 13:26:41 პოლიტიკა

საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, კომპანია Stena Line-ს გენერალურ დირექტორთან შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

“ძალიან კარგი საუბარი მქონდა კომპანია Stena Line-ს გენერალურ დირექტორთან ნიკლას მარტენსონთან. საქართველოს გავლით, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი შუა დერეფანი სულ უფრო მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ლოგისტიკური გადაზიდვებისთვის. შეხვედრაზე განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები საქართველოს პორტების გავლით საქონლის საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების ხელშესაწყობად”, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

შვედური გადამზიდავი კომპანია - Stena Line მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საბორნე ოპერატორია. კომპანია ოპერირებს დანიაში, გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ირლანდიაში, ლატვიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, პოლონეთსა და შვედეთში. კომპანიის შემოსავალი 407,5 მილიონ დოლარს შეადგენს და 37 გემს ატარებს ევროპის ცხრა ქვეყანას შორის 17 საბორნე მარშრუტზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S