Accentnews.ge
ირაკლი ღარიბაშვილი:"მადლობას ვუხდი კლაუს შვაბს შვეიცარიაში გამართული ამ ყოველწლიური ფორუმის 2023 წლის ღონისძიებაზე ჩემი თბილი მიღებისთვის"

ირაკლი ღარიბაშვილი:"მადლობას ვუხდი კლაუს შვაბს შვეიცარიაში გამართული ამ ყოველწლიური ფორუმის 2023 წლის ღონისძიებაზე ჩემი თბილი მიღებისთვის"

18/01/2023 06:07:33 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი თავმჯდომარის, პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის ჰილდე შვაბის მიერ ორგანიზებულ ტრადიციულ მიღებას დაესწრო.

მიღება ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ლიდერებისა და წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელების პატივსაცემად ტრადიციულად დავოსში გაიმართა.

შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ტვიტერზე გამოეხმაურა.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ფორუმის მონაწილეებთან და პარტნიორებთან ფორუმის ფარგლებში საინტერესო დისკუსიები შედგება.

„მადლობას ვუხდი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარე პროფესორ კლაუს შვაბს შვეიცარიაში გამართული ამ ყოველწლიური ფორუმის 2023 წლის ღონისძიებაზე ჩემი თბილი მიღებისთვის. მოუთმენლად ველი საინტერესო დისკუსიებს ფორუმის მონაწილეებთან და საერთო ინტერესების სფეროში ჩვენს პარტნიორებთან ახალი ინიციატივების წამოწყებას“, - აღნიშნავს პრემიერი.

.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S