Accentnews.ge
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იორდანიის სამეფოში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იორდანიის სამეფოში იმყოფება

18/01/2023 13:21:08 პოლიტიკა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ოფიციალური ვიზიტით იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოს ეწვია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბურჭულაძეს იორდანიის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა იუსეფ ა. ალ ჰნაითმა უმასპინძლა.

"მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და მომავალი თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

ჯუანშერ ბურჭულაძემ იორდანიის მხარეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხედრო მრეწველობისა და სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას",– ნათქვამია ოფიციალურ ცნობაში.

რელიზში აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი მოქმედებს. დოკუმენტი 2021 წელს გენერალ-მაიორ იუსეფ ა. ალ ჰნაითის საქართველოში ვიზიტის დროს გაფორმდა და ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად.

იორდანია, საქართველოსთან ერთად, ნატო-ს გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენს და ასევე, ნატო-ს თავდაცვისა და უსაფრთხოების აღმშენებლობის ინიციატივის მონაწილე ქვეყანაა. შესაბამისად, მხარეებმა ნატო-სთან თანამშრომლობის ძირითადი ასპექტებიც მიმოიხილეს.

იორდანიაში ოფიციალური ვიზიტის განმავლობაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, მეფე აბდულა მეორის სახელობის სპეციალური ოპერაციების ძალების მომზადების ცენტრი და იორდანიის დიზაინისა და განვითარების ბიურო მოინახულა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S